ჩახნაშვილმა ძირითად ბადეში ვერ გააღწია8.09.2010 15:1443

იტალიის ქალაქ ბიელაში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადეში ქართველ ჩოგბურთელს ვერ ვიხილავთ. კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა ბოლო რაუნდი ვერ დასძლია და წყვილთა გათამაშების იმედად დარჩა.
 

  • ბაღდატისმა ნაკრებს უგანა9.09.2010 13:532

    კვიპროსელმა ჩოგბურთელმა მარკოს ბაღდატისმა, რომელიც ტრავმის შემდეგ, სასურველ ფორმაში ახლაღა დგება, დევისის თასზე ქვეყნის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და მთავარ მიზნად პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტოპ-ათეულში დაბრუნება დაისახა.
     

  • ჰინგისს წყვილები იზიდავს8.09.2010 16:232

    მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი, რომელმაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ტურნირებზე ასპარეზობა 2007 წელს დაასრულა, შესაძლოა კორტს დაუბრუნდეს.
     

  • ლიონური შერკინების მონაწილეთა ვინაობა ცნობილია8.09.2010 15:562

    არგენტინის საჩოგბურთო ნაკრების კაპიტანმა მოდესტო ვასკესმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17-19 სექტემბერს, ლიონში, დევისის თასის ნახევარფინალის ეგიდით საფრანგეთს დაუპირისპირდება.
     

  • მაკინროი ოჯახში ბრუნდება7.09.2010 15:160

    აშშ-ს საჩოგბურთო ნაკრების კაპიტანმა პატრიკ მაკინროიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა და გუნდს დევისის თასზე აღარ დაეხმარება.
     

  • ჩახნაშვილმა ქვაცაბაია გაანაწყენა7.09.2010 14:468

    იტალიის ქალაქ ბიელაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია, ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდი დასძლია და ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი გამარჯვებაღა სჭირდება.
     

  • ფედერერმა ზედიზედ 26-ე დიდ მეოთხედფინალს მიაღწია7.09.2010 11:492

    კაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანმა როჯერ ფედერერმა აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში იურგენ მელცერს აჯობა და დიდი მუზარადის ტურნირებზე ზედიზედ 26-ე მეოთხედფინალს მიაღწია.
     

  • ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში გავიდა7.09.2010 00:481

    კაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში მერდი ფიში დაჯაბნა და ახლა თავის ზედიზედ მეოთხე იქაურ ნახევარფინალში გასასვლელად ფრანგ გაელ მონფისს დაუპირისპირდება.
     

  • სამეული იტალიაში, ოქსანა – პოლონეთში6.09.2010 14:573

    იტალიის ქალაქ ბიელაში დაწყებულ საჩოგბურთო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია, სამი ქართველი გოგონა – მაკა ჩახნაშვილი, სოფო შაფათავა და სოფო ქვაცაბაია ჩაება.
     

  • ანა კურნიკოვა: "სიამოვნებას ბავშვები და ქველმოქმედება მანიჭებს"6.09.2010 10:045

    სპორტის მოყვარულთა უმრავლესობისთვის ანა კურნიკოვა აუხსნელი ფენომენია. მისი იმიჯის ფორმირებაში ლომის წილი პრესას მიუძღვის და ჟურნალ-გაზეთებს თუ ვერწმუნებით, მას მხოლოდ ფლირტისთვის და  ლამის დედიშობილას სამოდელო პოდიუმზე ასასვლელად “სცხელა”, თუმცა, არც მთლად მასეა საქმე. ანა არაორდინარული და საინტერესო ადამიანია, რაშიც ჩვენი კოლეგის მიერ კურნიკოვასთან აღებული ინტერვიუს გაცნობაც დაგარწმუნებთ.

  • ნადალი მეოთხედფინალშია6.09.2010 09:4817

    მსოფლიოს პირველ ჩოგანს ესპანეთიდან, 3 სეტი ეყო იმისათვის, რომ ფრანგ ჟილ სიმონს გასწორებოდა და აშშ-ის ღიას მეოთხედფინალის საგზური მოეპოვებინა. რაფა ისევ შესანიშნავი მოწოდებით გამოირჩეოდა. ტურნირის ოთხი ეტაპი მან ისე გაიარა, თავის სერვისზე გეიმი ჯერაც არ წაუგია. სიმონმა, ვისაც რეიტინგში 42-ე ადგილი უკავია, პირველ ორ სეტში კი შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რაფამ ორივეში თითო ბრეიკს მაინც მიაღწია, მერე კი პირწმინდად გაანადგურა მეტოქე.

  • აზარენკამ თავი დაარტყა და “გული წაუვიდა”2.09.2010 15:1670

    აშშ-ს ღია პირველობაზე მე-9 ნომრად განთესილი ბელორუსი ჩოგბურთელი ვიკტორია აზარენკა მე-2 წრეში არგენტინელ ხისელა დულკოსთან 1:5-ს აგებდა, როდესაც კორტზე მოწყვეტილივით დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
     

  • ჩიხლაძე რეიტინგს დაუბრუნდა31.08.2010 01:1621

    სამი ქართველი ფიგურირებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ კლასიფიკაციაში. აღსანიშნავია, რეიტინგში ლადო ჩიხლაძის გამოჩენა. ტრავმის შემდეგ, ჩიხლაძემ პირველად ავსტრიაში სენტ პიოლტენის ტურნირზე ითამაშა და ფინალში გასვლით 10 ქულა გამოიმუშავა, რითაც მყის ქვეყნის მე-2 ჩოგნად იქცა.

  • ასე წაგებასაც მოხერხება უნდა...28.08.2010 14:3857

    ანა ტატიშვილს აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლამდე სულ მცირედი დააკლდა, თუმცა, აღნიშნულში მხოლოდ საკუთარ თავს თუ დაადანაშაულებს. კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში, 20 წლის ქართველ ჩოგბურთელს ჩეხი ზუზანა ონდრაშკოვას დამარცხების შანსი არაერთხელ მიეცა, თუმცა, გადამწყვეტი ბურთების მოგება ვერ მოახერხა.

  • ძირითადი ბადის გზა ზუზანაზე გადის27.08.2010 14:59513

    აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეს ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი შემორჩა, რომელსაც ძირითად ტურნირში გადასასვლელად დასკვნითი ბარიერის დაძლევაღა სჭირდება.

  • ტატიშვილი წვიმამ გამოაფხიზლა25.08.2010 01:0131

    20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ღია პირველობის საწყის საკვალიფიკაციო რაუნდში იოლ გამარჯვებას მიაღწია და ძირითად ბადეს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

  • ფედერერმა ცინცინატიში მეოთხედ იმარჯვა23.08.2010 00:3133

    კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანი როჯერ ფედერერი ცინცინატის მასტერსტურნირის ფინალში განუთესავ ამერიკელ მერდი ფიშს აღემატა და შვედი მატს ვილანდერის შემდეგ მეორე მეჩოგნე გახდა, ამ ტურნირზე ოთხჯერ რომ უმარჯვია.
     

  • ჩიხლაძე ფინალს დასჯერდა22.08.2010 13:3912

    დაახლოებით 18-თვიანი უქმობის შემდეგ, კორტზე დაბრუნებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ლადო ჩიხლაძემ ავსტრიის ქალაქ სენტ პიოლტენში გამართულ 10-ათასიან ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და მხოლოდ ფინალში წაიფორხილა.

  • დღეს ჩიხლაძე ტიტულისთვის იბრძოლებს 21.08.2010 03:1424

    ქართველმა ჩოგბურთელმა ლადო ჩიხლაძემ ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველივე საერთაშორისო ტურნირზე ფინალში გასვლა მოახერხა.

  • ერთი ფინალი არის, ველით მეორეს19.08.2010 15:5844

    ავსტრიის ქალაქ სენტ პიოლტენში მოთამაშე 25 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ლადო ჩიხლაძემ მორიგი მატჩი ჩაატარა და კორტი ამჯერადაც გამარჯვებულმა დატოვა. შედეგად, ტრავმის მოშუშების კვალად პირველ ტურნირში მოთამაშე ჩიხლაძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
     

  • ჩიხლაძე კორტს ტრიუმფალურად დაუბრუნდა18.08.2010 18:006

    ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ლადო ჩიხლაძემ კორტზე დაბრუნება განიზრახა და მიმდინარე კვირაში ავსტრიის ქალაქ სენტ პიოლტენში 10-ათასიან ტურნირში ჩაება, სადაც ზედიზედ შვიდი (!) მატჩის მოგება შეძლო.
     

ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38