იაპონური ტატამი ყველა მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლებს4.09.2010 23:409

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. 9-13 სექტემბერს, ტოკიოში ჩასატარებელი შეჯიბრისთვის განაცხადი 100 ქვეყნის ნაკრებმა გაიარა, მონაწილეთა რაოდენობა კი 777-ია.

  • ამირან ტოტიკაშვილი: სამეულისთვის ბრძოლა ყველას შეუძლია, მაგრამ... ერთი ბრინჯაოც ნორმალური შედეგი იქნება3.09.2010 10:2147

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უკვე იაპონიაშია და 9-13 სექტემბერს ტოკიოში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ადგილზე ემზადება. ამირან ტოტიკაშვილი ტატამზე 15 შეგირდს გაიყვანს. ზაფხულში, ქართულმა გუნდმა ბაკურიანის, ბორჯომის, მინსკისა და თბილისის შეკრებები გაიარა, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზეც გამოვიდა და მთავარმა მწვრთნელმა წონების ორ-ორი ლიდერი დაასახელა. ტოტიკაშვილი “მსოფლიო სპორტს” ტოკიოში გამგზავრების წინ ესაუბრა.

  • ძიუდოისტები ტოკიოში გაუშინაურდებიან2.09.2010 10:3913

    გამთენიას, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა. 9-13 სექტემბერს, ტოკიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 15 ქართველი მიიღებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ჩასულ ნაკრებებს ტატამზე 2 შემადგენლობის გაყვანის უფლება ექნებათ.

  • თბილისური საკონტროლოები ტოკიოს წინ30.08.2010 19:1813

    მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

  • წაუგებელი ბიჭები ახმეტიდან23.08.2010 19:166

    1996-97 წლებში დაბადებულმა ახმეტელმა ძიუდოისტებმა 20-22 აგვისტოს, ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე შედეგიანად იჭიდავეს.

  • ძიუდოისტები ოლიმპიურ სამეულს ვერ შეწვდნენ22.08.2010 21:313

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ბექა ტუღუშმა (66 კგ) და სოფიო ბერიძემ (63 კგ) სინგაპურში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები უმედლოდ ჩაამთავრეს. წესდების თანახმად, ძიუდოში ვაჟთა და გოგონათა შორის მხოლოდ ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები. საქართველოსთვის კი ორივე სქესის ოდენ თითო მონაწილეზე იყო ქვოტა დაშვებული.
     

  • აზერბაიჯანმა ტოკიოსთვის ხუთეული ჩამოწერა12.08.2010 18:411

    აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 5-კაციანი გუნდით გამოვა. მწვრთნელთა საბჭომ სასექტემბროდ იაპონიაში წასაყვანი შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა.

  • მე-15 შინჯიკაშვილია12.08.2010 00:1825

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა სრულად დაასახელა. გასარკვევი თხუთმეტკაციანი განაცხადის მე-15 წევრის ვინაობაღა იყო და ეს ადგილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შინჯიკაშვილმა დაიკავა.

     

  • ტოტიკაშვილმა ქარდავა დაასახელა და ბოლო კაცს ხვალ იტყვის10.08.2010 17:461

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადს ერთი ძიუდოისტი დაემატა და ასათვისებელი ერთადერთი ვაკანსიაღა დარჩა.

  • ტოტიკაშვილი ბოლო-ორს ბორჯომში იტყვის6.08.2010 10:4928

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, 9-13 სექტემბერს ტოკიოში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლოსწინა შეკრებას იწყებს. 6 აგვისტოს, გაფართოვებული შემადგენლობა ბორჯომში გაემგზავრება. 10-ში კი, მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი გუნდის სრულ სიას დაასახელებს. 15-კაციანი განაცხადის 13 წევრის ვინაობა ტოტიკაშვილმა “სპორტულ ამბებს” ორი კვირის წინ გაუმხილა.

  • ძიუდოისტებმა “ევროპის თასი” მინისტრთან ერთად შეაჯამეს4.08.2010 19:150

    პრაღის “ევროპის თასიდან” დაბრუნებულ ახალგაზრდა ძიუდოისტებს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი შეხვდა.

  • ევრორეპეტიციამ ევროპის თასზე 3 ოქროთი ჩაიარა2.08.2010 11:032

    საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონის ორი უმთავრესი შეჯიბრის – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მოსამზადებელი პროცესის დასკვნით ტურნირზე ჩეხეთში იჭიდავა.

  • წყვილი ოქრო-ვერცხლი პრაღის ტატამიდან1.08.2010 00:088

    საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პრაღაში მიმდინარე ევროპის თასის გათამაშების პირველ დღეს 4 მედალი მოიპოვა. გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები საწყის ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ოთხივე წონის ფინალში ქართველებმა იჭიდავეს. სოსო ლიპარტელიანის შეგირდებმა ორ წონაში იმარჯვეს, 2-ში კი ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.
     

  • ლიპარტელიანმა ჩეხეთის განაცხადი შეავსო23.07.2010 16:3933

    საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა პრაღის ევროპის თასზე წასაყვანი 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ჩასატარებელ ტურნირს ქართველი ძიუდოისტებისთვის დამატებითი დატვირთვაც ექნება.

  • ძიუდოს ფედერაციაში ყველაფერი ძველებურადაა20.07.2010 16:1136

    საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ჯერჯერობით ისევ დილარ ხაბულიანი უდგას სათავეში და მინიმუმ სექტემბრის შუა რიცხვებამდე არც არაფერი შეიცვლება.

  • გორელებმა ოქროები შინ დაიტოვეს10.07.2010 19:172


    შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის თაოსნობით, გორის ძიუდოს დარბაზმა სპორტის ცნობილი მეცენატის, ამური სამადალაშვილის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა

  • ძიუდოისტები ბაკურიანში დაბანაკდნენ10.07.2010 19:1330

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღეს, მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი, გაფართოვებულ შემადგენლობასთან ერთად ბაკურიანში გაემგზავრა.

  • ძიუდოისტებმა მსოფლიოს განაცხადი თითქმის შეავსეს10.07.2010 11:1720

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა, “მსოფლიო სპორტს” მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი 15-კაციანი შემადგენლობის 13 წევრის ვინაობა გაუმხილა. სეზონის უმთავრესი შეჯიბრი 9-13 სექტემბერს, ტოკიოში გაიმართება.

  • დიდი სლემის დიდი უშედეგობა5.07.2010 00:3667

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირი უმედლოდ ჩაიჭიდავა. 3-4 ივლისს მოსკოვში ერთ-ერთ უპრესტიჟულესი ტურნირი, “დიდი სლემი” გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა.

  • ქართული ხუთეულის ერთი მეხუთე3.07.2010 22:4386

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე გამოდის. 3-4 ივლისს, მოსკოვი ერთ-ერთ უპრესტიჟულეს ტურნირს, “დიდ სლემს” მასპინძლობს. რუსეთში თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა, რადგან წლევანდელ შეჯიბრს დატვირთვად ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დარიცხვა დაემატა.

  • ჭაბუკური ვერცხლი და ბრინჯაო27.06.2010 21:4937

    საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტეპლიცეში, 25-27 ივნისს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 2 მედალი მოიპოვა. სამდღიანი შეჯიბრის დასაწყისში მიხეილ მეზურნიშვილის (60 კგ) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს, დასკვნით დღეს ლაშა ტაველურმა (81 კგ) თავისი წილი ვერცხლი მიამატა.

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38