ქართველები საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ6.09.2010 18:2018

საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია (66 კგ) მოსკოვში დღეს დაწყებულ მსოფლიოს პირველობაზე წარუმატებლად გამოვიდა.

  • მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულად იწყება6.09.2010 10:02145

    დღეს მოსკოვში მიმდინარე სეზონის უმთავრესი საჭიდაო კვირეული იხსნება - რუსეთის დედაქალაქი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 6-12 სექტემბერს გასამართი ჩემპიონატის პირველი-სამი დღე ბერძენ-რომაელებისაა. კლასიკოსები ჩემპიონ-პრიზიორებს დღეიდან ოთხშაბათის ჩათვლით გამოავლენენ.

  • რომან რურუა ფილას დიდების დარბაზის წევრი გახდა5.09.2010 19:402

    1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

  • ჩარგალში გოგოჭურმა იმარჯვა4.09.2010 23:0812

    ჩარგალში ჩატარებული ქართული ჭიდაობის ტურნირი ახმეტის სახელით მოჭიდავე ზვიად გოგოჭურის ჩემპიონობით დაგვირგვინდა. ვაჟაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი შეჯიბრის ფინალში გოგოჭურმა გორელ პაატა ღვინიაშვილს სძლია და პირველი ადგილისთვის დაწესებული 400 ლარი მიიღო, ღვინიაშვილს 200 ლარი ერგო, ხოლო მესამეადგილოსან გიორგი ბაინდურაშვილს – 100.
     

  • რუსებმა მოჭიდავეებს პრეზიდენტი დააშორეს4.09.2010 11:2916

    გუშინ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუსეთში გაემგზავრა. 6-8 სექტემბერს ბეგი დარჩიას შვიდეული მოსკოვში, მიმდინარე სეზონის უმთავრეს შეჯიბრში – მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. 10-12 სექტემბერს კი ხალიჩაზე უკვე თავისუფალი სტილის მიმდევრები გავლენ. ზაზა თურმანიძე შეგირდებითურთ ჯერ საქართველოშია და დასკვნით შეკრებას დღედღეზე დაასრულებს.

  • ქართველებმა ბუდვას პლაჟზე უშედეგოდ იჭიდავეს31.08.2010 15:0839

    ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში ჩატარებული პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი მოჭიდავეებისთვის უშედეგო გამოდგა. გასულ უქმეებზე ჩატარებული ტურნირის შედეგები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდს ჯერაც არ გამოუქვეყნებია, ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი ხომ საერთოდ არ არსებობს და სათაურში მოყვანილი მშრალი და არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან შევიტყვეთ

  • სამი ქართველი ბუდვას პლაჟზე26.08.2010 20:2227

    26-29 აგვისტოს, ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში გასამართ პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 2 მოჭიდავით გამოვა.

  • მოჭიდავეებმა მსოფლიოს განაცხადი თითქმის შეავსეს21.08.2010 10:2940

    საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე თითო შეკრებაღა დარჩათ გასავლელი. ზაზა თურმანიძის და ბეგი დარჩიას გუნდები, მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ვარჯიშებს დუშეთის სპორტულ ბაზაზე ჩაატარებენ.

  • ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს19.08.2010 17:4264

    თანამედროვე ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

  • მოსიძე ბრინჯაოს შეწვდა, პეტრიაშვილს ერთი ნაბიჯი დააკლდა17.08.2010 20:269

    სინგაპურში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ირაკლი მოსიძემ (63 კგ) ორიოდ კვირის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მოგებულ ბრინჯაოს კიდევ ერთი ბრინჯაო მიამატა.

  • ფირუზის ოქროს დუბლი9.08.2010 10:588

    საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სარაევოში 7-8 აგვისტოს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა.

  • შავაძემ და ქობლიაშვილმა რეპეშაჟში იყოჩაღეს 8.08.2010 01:014

    საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით გახსნა. სულ კი, გუშინ სარაევოს ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა. ჩემპიონ-პრიზიორები 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ვაჟა კრავეიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან კვარცხლბეკზე ედნარ შავაძე (42 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) ავიდნენ.
     

  • ევროპირველობა კლასიკურად დაიხურება7.08.2010 11:091

    სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს 7-8 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დააგვირგვინებენ.

  • ვერცხლისა და ბრინჯაოს წერტილი5.08.2010 00:342

    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა  ნაკრებმა ბოსნიის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა.გუშინწინ მოგებულ  სამ ბრინჯაოს მედალს თამაზ ბენდიანიშვილის შეგირდებმა გუშინ თითო ვერცხლი და ბრინჯაო მიამატეს..

  • თავისუფალმა ჭაბუკებმა 3 ბრინჯაოთი დაიწყეს4.08.2010 11:125

    გუშინ ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. პირველი-ორი დღე თავისუფალი სტილის მიმდევრებს ეთმობათ და 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში უკვე ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ. კვარცხლბეკზე საქართველოს ნაკრების 3 წევრიც ავიდა.

  • ჭიდაობაში ძიუდოს დარბაზის გავლით31.07.2010 10:5920

    თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა დავით ხუციშვილმა (74 კგ), ასაკობრივ ტურნირებზე გამოსვლა დაასრულა და ძირითად ნაკრებში დასამკვიდრებლად იწყებს ბრძოლას.

  • ნუგზარ სხირელი სპორტის რაინდი გახდა29.07.2010 15:147

    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სხირელს ორდენი დღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გადასცა.

  • სამბისტებმა სპორტის სასახლე დაზვერეს, მაგრამ თბილისი ჯერ სათუოა28.07.2010 15:412

    7-11 ოქტომბრისთვის თბილისში დაგეგმილი ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადასამოწმებლად, სამბოს მსოფლიოს ფედერაციამ თბილისში სპეციალური წარმომადგენელი გამოაგზავნა.

  • ბადრი ხასაია ხალიჩას დაემშვიდობა26.07.2010 11:2111

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ბადრი ხასაია (84 კგ) სპორტულ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად სპორტსმენმა აუწყა. ევროპის 2002 წლის ჩემპიონი ამჟამად დუშეთშია, სანაკრებო შეკრებაზე, მაგრამ ნაკრების კანდიდატად აღარ განიხილება.

  • ხუციშვილმა და ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს გადმოხედეს26.07.2010 11:1421

    2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი ამ უქმეებზე, უნგრეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით ხუციშვილმა (74 კგ) სეზონის უმთავრესი შეჯიბრი წაუგებლად ჩაამთავრეს და ბუდაპეშტის საჭიდაო დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.

  • ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია25.07.2010 22:0120

    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბუდაპეშტში დღეს დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე მან 5 გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ფავორიტებს შორის მოხსენიებულ ყველა კონკურენტს უშუალოდ სძლია.

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38