“შავი ზღვის თასი” სანაპიროზე დარჩა6.09.2010 10:0612

“შავი ზღვის თასის” ისტორია შექმნილია და მისი პირველი მფლობელი შავი ზღვის სანაპირო ქალაქის გუნდი, “ბათუმი XV”-ია, რომელიც მართალია სხვა ქართული კლუბების მოთამაშეებით იყო გაძლიერებული (უფრო სწორედ, დიდწილად დაკომპლექტებული), მაგრამ სწორედ ზღვისპირელთა სახელი დაფიქსირდა ისტორიაში და იმედია, ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდება.

  • უკრაინელები ტყუილში ამხილეს6.09.2010 18:313

    თბილისში ახლახანს დასრულებულ “შავი ზღვის თასის” გათამაშებაში, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინულმა “კრედო 63”-მა რუმინული “არადი” 17:12 კი დაამარცხა, მაგრამ სადისციპლინო კომისიამ ოდესელთა მხრიდან დებულების დარღვევა აღმოაჩინა და მესამე საპატიო ადგილი რუმინელებს გადაეცათ, უკრაინელები კი მეოთხეზე დაქვეითდნენ.

  • ზირაქაშვილმა ლელოების ანგარიში ქართულ დერბიში გახსნა6.09.2010 14:441

    საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის V ტურში, ყველაზე ქართული გუნდი “მონპელიე”, ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, სტუმრად დავით ზირაქაშვილის “კლერმონთან” დამარცხდა. კლერმონელთა ამ წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა შეიტანა, რომელმაც მასპინძელთა პირველი ლელო გაიტანა.

  • ბილმა ავსტრალია აფრიკაზე აამაღლა6.09.2010 10:011

    ავსტრალიელმა ფულბეკმა კერტლი ბილმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჯარიმა 55,6 მეტრიდან ძელებსშუა გააძვრინა და “კენგურუებს” 41:39 გაამარჯვებინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2010 წლის “სამი ერის” გათამაშებას ავსტრალია მე-2 საფეხურზე დაასრულებს, წინა წლის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკას კი, ამჯერად ნაბოლარას სტატუსი მიენიჭა.

  • "ლოკომოტივმა" თითქმის გაიმეორა, ოღონდ პირიქით5.09.2010 10:158

    თბილისის “ლოკომოტივი”, “შავი ზღვის თასზე” მეორე რუმინულ გუნდს დაუპირისპირდა და ეს მატჩი იმავე სცენარით წარიმართა, როგორც “რკინიგზელთა” ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, ოღონდ შებრუნებული ვარიანტით.

  • “შავი ზღვის თასი” ღუზის ჩასაშვებად ემზადება4.09.2010 11:205

    საერთაშორისო სარაგბო საკლუბო ტურნირის, “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშება, რომელსაც თბილისის “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონი მასპინძლობს, დასასრულს უახლოვდება. დღეს ექვსგუნდა გათამაშების ბოლოსწინა და მე-3 ადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან, ხვალ კი, ფინალის ჯერი დადგება და ახალ თასსაც პირველი პატრონი გამოუჩნდება.

  • მეორე ადგილისთვის3.09.2010 15:023

    სამი ერის 2010 წლის თასის გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ აღარ დგას, ამდენად, ხვალ სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის სარაგბო ნაკრებები იმას გაარკვევენ, ტურნირში მეორე ადგილს ვინ დაიკავებს, ამას გარდა კი, გუნდები “მანდელას სინსაც” გაითამაშებენ.
     

  • “შავ ზღვაზე” საქართველო საუკეთესოა 2.09.2010 11:139

    “შავი ზღვის თასი” საქართველოში დარჩება და მის მოსაპოვებლად საქართველოს ჩემპიონი თბილისის “ლელო” და ვერცხლის პრიზიორი “ბათუმი XV” იბრძოლებენ. გასული ჩემპიონატის ფინალის განმეორება ამჯერად საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში შედგება, მაგრამ რადგან კლუბები გაძლიერებული შემადგენლობებით გამოდიან, მოედანზე ერთბაშად 50 საუკეთესო ქართველი მორაგბე გავა და კლუბის სახელებს პირობითი დატვირთვა ექნება.

  • რაგბის კავშირმა სამწვრთნელო შტაბი მინისტრს და საზოგადოებას წარუდგინა31.08.2010 22:0012

    საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილე დავით ნამგალაური და ჟურნალისტები, მშენებარე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მიიწვია და მშნებლობის დათვალიერებასთან ერთად, მათ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი და უკანა ხაზის მწვრთნელი დონ კასკი წარუდგინა.

  • ზირაქაშვილი ყვითლით დაბრუნდა31.08.2010 10:247

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა კოჭის ტრავმა სრულად მოიშუშა და საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მესამე ტურის მატჩში “კლერმონის” რიგებში მოედანზე პირველი წუთებიდან იყო, მაგრამ სინბინის გამო, 10 წუთი სადამსჯელო სკამზე გაატარა.
     

  • ლელოების ფეიერვერკი პრეტორიაში30.08.2010 11:222

    “სამი ერის” წლევანდელ გათამაშებაში, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზედიზედ ოთხი წაგებული შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიას 44:31 სძლია და დაკარგული პრესტიჟი ნაწილობრივ დაიბრუნა.
     

  • “ბათუმმა“ ქართული ფინალის კონტურები გამოსახა30.08.2010 11:114

    “მიხეილ მესხზე” მიმდინარე “შავი ზღვის თასის” მეორე რაუნდის შეხვედრები ისეთი შედეგებით დასრულდა, შანსი იმისა, რომ ამ ტურნირის პირველი გათამაშების გამარჯვებული ქართული გუნდი გახდეს, ძალზე გაიზარდა. უფრო მეტიც. ერთი ქართული კლუბი ფინალში უცილობლად იქნება და იქ მეორე ჩვენებურის მოხვედრაც რეალურია.

  • “ბათუმმა” “არადი” ფინალში არ აუშვა28.08.2010 23:334

    საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა “ბათუმი XV”-მა, რომელიც ქართული კლუბების მორაგბეებითაა გაძლიერებული, რუმინული “არადი” 30:17 დასცა და მას ფინალში გასვლის საშუალება არ მისცა. პირველ სექტემბერს, ბათუმური კლუბის სახელით მობურთალი გუნდი “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება და “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშების ერთ-ერთი ქართველი ფინალისტის ვინაობაც, მათი ჯახის შედეგად გაირკვევა.

  • ლევან მგელაძე: "ქართველები მოწინააღმდეგეს თავგანწირვის ხარჯზე ვჯაბნით"28.08.2010 00:482

    საქართველოს მორაგბეთა გასული წლის გათამაშების ვერცხლისმედალოსანი "ბათუმი XV", დღეს "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში ჩაერთვება და რუმინული "არადის" დამარცხებით, მისთვის ფინალისკენ მავალი გზის გადაღობვას ეცდება.

  • “ლელოს” კვალზე “ლოკომოტივს” ცოტა დააკლდა25.08.2010 01:349

    სულ ცოტა დააკლდა თბილისის “ლოკომოტივის” საიმისოდ, რომ ახლად დაბადებული “შავი ზღვის თასი” ორივე ქართულ კლუბს გამარჯვებით დაეწყო. ზედ სასტვენის წინ, მახარაშვილს შორეული ჯარიმა რომ ზუსტად დაერტყა, ქართული რაგბის გულშემატკივრებს ზეიმის საბაბი ექნებოდათ, მაგრამ მეორე ნახევარში მებრძოლმა “ლოკომოტივმა”, “ლელოს” დარად გამარჯვებას ვერ უწია და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა, რომელიც გუშინ დაწყებული ტურნირისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

  • “შავი ზღვის თასი” და “მიხეილ მესხის” სტადიონი გულშემატკივართა მოლოდინშია23.08.2010 20:2710

    24 აგვისტოს ახალი საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იბადება - “შავი ზღვის თასი”. პირველ ჯერზე ორ რუმინულ და ერთ უკრაინულ კლუბს, სამი ქათული გუნდი დაუპირისპირდება, სამომავლოდ კი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ მასში მრავალი ქვეყნის წამყვანი კლუბები ჩაერთვებიან.

  • “ოლ ბლექსმა” ლიდერობა გაიმყარა 23.08.2010 16:493

    ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა იოჰანესბურგში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ძლევის (29:22) შემდეგ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში საკუთარი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
     

  • კარტერი ოპერაციას იკეთებს23.08.2010 15:240

    ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დებ კარტერი ხვალ ოპერაციის გაკეთებას გეგმავს, რის გამოც, სავარაუდო, 8 კვირის განმავლობაში იძულებით დაისვენებს.
     

  • ქართველთა კლუბების წარმატებული ტური23.08.2010 10:307

    საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მეორე ტურში, ქართველი ლეგიონერების ექვსი კლუბიდან ხუთმა გაიმარჯვა. წარმატებას მხოლოდ “აჟენმა” ვერ მიაღწია, დანარჩენებმა კი, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, წლევანდელ გათამაშებაში პირველი მოგებები იზეიმეს.

  • დაუმარცხებელმა “ოლ ბლექსმა” თასი ნაადრევად გადაიბარა22.08.2010 13:394

    ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, სამხრეთაფრიკელთა წინააღმდეგობა ბოლო მომენტში გატეხა, მასპინძლებს დასკვნით ხუთ წუთში ორი ლელო გაუტანა, 29:22 იმარჯვა და სამი ერის თასი მეათედ აღმართა.

  • ლევან მაისაშვილი: "ასეთი საკლუბო ტურნირების გარეშე, მარტო ნაკრებებით, შორს ვერ წავალთ"21.08.2010 10:277

    საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "ლელო", "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშებისთვის სრული სერიოზულობით ემზადება და მისი მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდის გარჯა, ახლადდაარსებული თასის მოპოვებით დაგვირგვინდება.

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38