• კანადამ საბჭოთა რეკორდები დაამხო1.03.2010 03:180

    კანადის ჰოკეისტთა ნაკრები ოლიმპიადების გამარჯვებული ისტორიაში მერვედ გახდა, რითაც საბჭოთა კავშირის გუნდს ერთი ოქროს მედლით გაუსწრო. კანადელებმა მორიგ წარმატებას მშობლიურ ვანკუვერში მიაღწიეს, სადაც აშშ-ს ეროვნული ნაკრების ძლევისთვის დამატებითი დროის თამაში დასჭირდათ.
     

  • “სამეფო რბოლაში” ნორტუგმა იმარჯვა1.03.2010 02:010

    “სამეფო რბოლად” მონათლული მოთხილამურეთა შეჯიბრი 50 კილომეტრზე, რომელსაც უისტლერის ოლიმპიურმა პარკმა უმასპინძლა, ნორვეგიელი პიტერ ნორტუგის გამარჯვებით დასრულდა.
     

  • ტომბას რჩევით, ოლიმპიურ ოქრომდე28.02.2010 16:010

    ”თვალები კარგად გაახილე, იყავი სწრაფი და მძვინვარე”, - სტარტზე გასვლამდე, ლეგენდარულმა ალბერტო ტომბამ ეს ურჩია თავის 25 წლის თანამემამულე ჯულიანო რაძოლის, რომელმაც კალგარის 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის რჩევა გაითვალისწინა და ცხოვრების ოცნებაც აისრულა - სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

  • აბრამაშვილმა ოცდაათეულის შანსი დაკარგა28.02.2010 14:580

    ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი სამთომოთხილამურეებისთვის წარუმატებელი გამოდგა კაცთა სლალომი, რომელსაც უისტლერის ტრასამ უმასპინძლა. იასონ აბრამაშვილმა და ჯაბა გელაშვილმა ორივე ცდის ბოლომდე ჩამთავრება ვერ მოახერხეს.
     

  • კანადა კანადისაა28.02.2010 06:050

    13 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – ასეთია ვანკუვერი-2010-ის მასპინძელთა მონაგარი ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე და მედლების საერთო ჩათვლის ცხრილში ჩახედვის შემდეგ, ალბათ, დიდი გათვლები არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ კანადელებზე მეტ ოქროს მიმდინარე ოლიმპიადაზე ვერცერთი ქვეყანა მოიპოვებს. ისევე, როგორც აშშ-ის სპორტულ დელეგაციას ვეღარავინ აჯობებს აღებული მედლების საერთო რაოდენობაში - 9 ოქრო, 14 ვერცხლი, 13 ბრინჯაო; სულ 36 მედალი.

  • რიშმა ოქროს დუბლი შეასრულა27.02.2010 17:130


    გერმანელმა მარია რიშმა (სურათზე) სლალომში ოქროს მოპოვებით დააგვირგვინა ვანკუვერის ოლიმპიადაზე თავისი ბრწყინვალე გამოსვლა, თუმცა კვარცხლბეკზე ის მაინც გულნაკლული იდგა, რადგან იქ მის გვერდით არ იყო მისი უმცროსი და სუზანე.

  • ბიორნდალენმა ბოლოში გაისროლა27.02.2010 01:182

    მსოფლიოს 14-გზის ოქროს, 10-გზის ვერცხლისა და 9-გზის ბრინჯაოს ჩემპიონმა და ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებულმა ოლე ეინარ ბიორნდალენმა ვანკუვერის თამაშებზე პირველი ოქროს მედალი ბიატლონისტთა ტურნირის ბოლო სახეობაში მოიპოვა.
     

  • წიკლაურმა პირველი ცდა წარმატებით დაასრულა27.02.2010 00:360

    16 წლის ქართველმა სამთომოთხილამურე ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში ასპარეზობის შემდეგ, სადაც მან პირველივე ცდა გააცუდა, სლალომში თავი უკეთ წარმოაჩინა და ტრასის დასრულება მოახერხა.
     

  • ქალების ჰოკეიც კანადისაა26.02.2010 16:430

    ცხრაგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებულმა კანადის ქალ ჰოკეისტთა ნაკრებმა თავი არც მშობლიური პუბლიკის წინაშე შეირცხვინა და ვანკუვერის თამაშების გამარჯვებული გახდა.
     

  • პირველი ბელორუსული26.02.2010 16:250

    ბელორუსის ისტორიაში ზამთრის ოლიმპიადების პირველი ჩემპიონი ალექსეი გრიშინი გახდა. ფრისტაილის სახეობა აკრობატიკაში მოასპარეზე სპორტსმენმა უმძიმესი კონკურენცია დაძლია და სამშობლოს ნანატრი ოქროს მედალი მოუტანა.
     

  • ელენე ათეულს მიღმა დარჩა26.02.2010 16:060

    ფიგურული სრიალის ქართველმა ვარსკვლავმა ელენე გედევანიშვილმა ვანკუვერის ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში ნაჩვენები მე-9 შედეგის შემდეგ, თავისუფალ ცეკვაში გაცილებით უარესად იასპარეზა და საბოლოოდ, მე-14 პოზიცია დაიკავა.
     

  • სიმღერა და პორტრეტი ნოდარს26.02.2010 14:162

    ვანკუვერის ოლიმპიურ სოფელში მყოფ ქართულ დელეგაციას კანადელი მომღერალი მელისა მულდერ-ალბერტსონი ეწვია და ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ შექმნილი კლიპის შესახებ აცნობა.
     

  • გერმანული სენსაცია26.02.2010 10:360

    გერმანელი ვიკტორია რებენსბურგის გამარჯვებით დასრულდა ქალ სამთო მოთხილამურეთა ოლიმპიური გიგანტური სლალომი, რომელიც უამინდობის გამო სტარტიდან მეორე დღეს დასრულდა.

  • ნორვეგიულმა კვარტეტმა თავისუფლად და კლასიკურად იმარჯვა26.02.2010 00:390

    უისტლერის ოლიმპიურ პარკში გამართული სათხილამურო ესტაფეტა ნორვეგიული კვარტეტის გამარჯვებით დასრულდა. ვიბეკ სკოტეფრუდმა, ტერეს იოჰაუგმა, კრისტინ სტოერმერ სტეირამა და მარიტ ბოერგენმა სამშობლოს მე-7 ოქროს მედალი მოუტანეს, რისი წყალობითაც, სკანდინავიელებმა საერთო ჩათვლაში მე-3 ადგილს უწიეს.

  • მაიკ ბებკოკი: “ჰოკეი ჩვენი თამაშია”25.02.2010 17:310

    ვანკუვერის ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირზე გამართული მეოთხედფინალებიდან ცენტრალურ შეხვედრად კანადისა და რუსეთის ნაკრებთა მარადიული დაპირისპირება იქცა, რომლის ბილეთებიც “შავ ბაზარზე” 1500 დოლარად იყიდებოდა. მასპინძლებმა Canada Hockey Place-ში გამართული შეხვედრა მძლავრად ჩაატარეს და მეტოქე 7:3 გაანადგურეს.
     

  • ლიდიას მოთმინება დაუფასდა25.02.2010 14:540

    ავსტრალიელმა ლიდია ლასილამ ფრისტაილის სახეობა აკრობატიკაში ჩინელებს ნინა ლისა და ქსიქსინ გოუს აჯობა და “მწვანე კონტინენტის” დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
     

  • ჩინელებმა ოლიმპიური ოქრო მსოფლიოს რეკორდით მოიგეს25.02.2010 14:420

    ჩინურმა დელეგაციამ ყულაბაში მეოთხე ოლიმპიური ოქრო ჩააჩხრიალა, რაც ძირითადად შორტ-ტრეკის ოსტატების დამსახურებაა – მათ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს მესამეჯერ უწიეს.
     

  • კანადური ტრიუმფი უისტლერში25.02.2010 14:250

    უისტლერის ცენტრში გამართული ოლიმპიური შეჯიბრი ორადგილიან ბობებით სრიალში, ჩრდილოამერიკელ ქალთა ტრიუმფით დასრულდა.
     

  • საბლიკოვა მედლების კოლექციას აგროვებს25.02.2010 13:540

    მოციგურავე მარტინა საბლიკოვა ჩეხური დელეგაციის გადამრჩენელად იქცა. ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ჩეხების აქტივში ორი ოქრო და სამი ბრინჯაოა, საიდანაც ლომის წვლილი საბლიკოვაზე მოდის.
     

  • წიკლაურმა ფინიშამდე ვერ მიაღწია25.02.2010 01:550

    სამთომოთხილამურე ნინო წიკლაური პირველი ქართველი ოლიმპიელი გახდა, რომელმაც ვანკუვერის ზამთრის თამაშებზე ასპარეზობა ვადაზე ადრე დაასრულა.
     

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38