საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაში დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა 8 თამაშიდან 5 მოიგეს, აქედან 2 მატჩში სტუმრად ბულგარეთსა და პორტუგალიაში სძლიეს, ჯგუფში მეორე ადგილიც დაიკავეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის საგზური მაინც ვერ მოიპოვეს.
საქმეში ჩაერთო ცხრილი, რომლის მიხედვითაც ევროპირველობის საგზური სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებმა – მაკედონიამ და ისრაელმა მიიღეს.
|
N |
გუნდი |
მოგ/წაგ |
ბურთ. |
კოეფ. |
|
1 |
მაკედონია |
5/3 |
614/541 |
1.1349
|
|
2 |
ისრაელი |
5/3 |
671/603 |
1.1128
|
|
3 |
საქართველო |
5/3 |
599/568 |
1.0546 |
ამ ცხრილმა ერთმანეთს დააზომა სამივე ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდები, რათა მათგან გარკვეულიყო ის 2 საუკეთესო, რომელიც ჯგუფების გამარჯვებულებს (მონტენეგრო, დიდი ბრიტანეთი, ბელგია) შეუერთდებოდა და პირდაპირ მოიპოვებდა მომავალი წლის სექტემბერში ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურებს.