• ჩვენ ისევ გვჯერა!1.09.2010 09:4935

    სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

  • წასულების წარსული24.08.2010 09:4120

    კატარი, საემიროები, ქუვეითი, აშშ, იაპონია – ეს ის ქვეყნებია, სადაც ცნობილი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში კარიერას ასრულებენ და ამას უპირველესად კარიერის მიწურულს, ჯიბის ამოსავსებად სჩადიან. ერთი შეხედვით, დასაძრახი მათ საქციელში რა თქმა უნდა არაფერია და ყველა წარმატებულ ევროპელ ვარსკვლავს აქვს უფლება, რომ საუდის არაბეთის, ანდა ქუვეითის კლუბებში გარჯით, მშვიდი “პენსია” გაინაღდონ. მით უმეტეს, რომ ამ გუნდებში სავარჯიშო დატვირთვაც ნაკლები აქვთ და იმაზე ფიქრის დროც რჩებათ, თუ რას გააკეთებენ კარიერის საბოლოოდ დასრულების შემდეგ.

  • როგორ უნდა გახდეს ქართული სპორტი მომგებიანი?21.08.2010 10:3015

    ალბათ, ბევრ ქართველ სპორტის მოყვარულს აწუხებს კითხვა: როგორ უნდა გახდეს საქართველოში სპორტი იმდენად მომგებიანი სფერო, რომ მასში ბიზნესმენებმა ფული მოგების იმედად ჩადონ და სპორტისათვის კონკრეტული ბიზნესმენის დაინტერესება, არ განიხილებოდეს, როგორც კეთილშობილური ჟესტი, ანდა კიდევ, უფრო უარესი – წყალობა! რეალობა კი გვაჩვენებს, რომ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები სპორტს სათოფეზე არ ეკარებიან და თუკი ვინმე რომელიმე სახეობას (უმეტესად, ნაკრებ გუნდებს) დააფინანსებს, ეს როგორც წესი, განპირობებულია ბიზნესმენის კონკრეტული სახეობისადმი პირადი ინტერესითა და სიყვარულით.

  • ბულგარელი ქართველები, ანუ ქართველი ბულგარელები16.08.2010 10:1515

    ბავშვობაში ერთ ბულგარელ ბიჭს ვიცნობდი. ბულგარელს წარმოშობით, თორემ მგონი მისალმების გარდა, ბულგარულად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ის კი არა, მგონი ბულგარეთში მამამისიც კი არ იყო მანამდე ნამყოფი.

  • ვისია ფეხბურთი?15.08.2010 11:463

    ადამიანი კარგა ხანია მიეჩვია საზოგადო და გაბატონებული აზრის ტყვეობაში ცხოვრებას. ეს შეხედულებები, თანდათან, ერთგვარ დოგმატურ კლიშეებად ჩამოყალიბდა და მათი ეჭვქვეშ დაყენება, ხშირად ლამის უზნეობადაც კი ითვლება.

  • პელე და ქართველები13.08.2010 10:344


    როგორც საფეხბურთო წრეებში ცნობილი პერსონა ნიკო პატარქალიშვილი ირწმუნება, შემოდგომაზე საქართველოში “ფეხბურთის მეფედ” მიჩნეული პელე უნდა ჩამოვიდეს. გემახსოვრებათ, პატარქალიშვილმა 2 წლის წინ, თბილისში დიეგო მარადონაც ჩამოიყვანა, თუმცა მარადონას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მაშინდელ ჩვენთვის არცთუ საამაყო ფაქტების გახსენებას, ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ.

  • საჭიროა თუ არა სკოლაში ფიზკულტურის სწავლება?7.08.2010 10:539

    საქართველოს სკოლებში ფიზკულტურის (სპორტული აღზრდის), როგორც სასწავლო საგნის პოპულარიზაციაზე, ბოლო დროს მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ საუბრობენ. თუმცა, ეს საკითხი თავის გამოსვლაში რამდენჯერმე საქართველოს პრეზიდენტმაც კი ახსენა.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელს “ზესტაფონი” მიავიწყდა4.08.2010 10:2753

    კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოში ერთი განსაკუთრებული საფეხბურთო კლუბი – თბილისის “დინამო” თამაშობდა, სხვა გუნდები კი “დინამოს” ფეხბურთელებით მომმარაგებელ ერთგვარ ფარმ-კლუბებს წარმოადგენდნენ.

  • მარადონამ თავზე ხელი აიღო31.07.2010 10:2732

    მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ესალმება დიეგო მარადონა ცხინვალის არაღიარებული რესპუბლიკის არაღიარებულსავე პრეზიდენტს და დიეგოს ფოტოზე ისეთი გამომეტყველება აქვს, ალბათ, დაზუსტებულად არც იცის, ვინ არის ეს კოკოითი და რა უნდა მისგან.

  • დიდი გამარჯვება სეპარატისტული გაგრძელებებით25.07.2010 10:4518

    მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ახალი ჩემპიონი ჰყავს! ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა ოქროს თასი და მომავალი 4 წლის განმავლობაში, პირენელები ჩემპიონის ტიტულს ატარებენ.
    წლევანდელ ფინალში ინგლისელი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ბევრი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრები არ არის ღირსეული ჩემპიონი და ამ ტიტულს ჰოლანდია უფრო იმსახურებდა. მსგავსი საუბრები, რა თქმა უნდა, ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებს პრაქტიკულად მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შესანიშნავად მოთამაშე ესპანეთის ნაკრებს.

  • რვაფეხიანი იმედი11.07.2010 16:0118

    რვაფეხა (Octopus vulgaris), რბილტანიანთა ტიპის თავფეხიანი მოლუსკი. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპიროებამდე, ხოლო სამხრეთით - ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.

  • გლოვის 24 წელი8.07.2010 11:0214

    აქამდე, არგენტინის ნაკრებს, უმეტესად, საშუალო ასაკის ადამიანები, ანუ ის ხალხი გულშემატკივრობდა, რომლებსაც საკუთარი თვალით ენახა დიეგო მარადონას თამაში და “ალბისელესტეს” ქომაგობაც იმ ნათელ და მათთვის ლამაზ წლებში გადაეწყვიტათ. ეს 2006 წლის მუნდიალის წინაც დადასტურდა, როდესაც ერთ-ერთმა ქართულმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ საქართველოში არგენტინის ქომაგთა საშუალო ასაკი 40 წელია, მაშინ როდესაც სხვა ნაკრებების ქომაგთა ასაკი მეტად ჭრელი და არაერთგვაროვანია.
     

  • ბახრამოვის მემკვიდრეები4.07.2010 09:549

    სხვისი ნივთის მოპარვის სურვილი ცხოვრებაში პირველად ამ რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ჩაჟამებული ლუდხანის წინ გამოკიდებული მტვრიანი, დასვრილი და დაჭმუჭნული ინგლისის დროშა დავინახე. ამ ლუდხანაში, ბუნებრივია, დიდი ტელევიზორი ედგათ და მეპატრონეებმა ლუდხანის კარებთან ინგლისის დროშა ქომაგების მისაზიდად დაჰკიდეს. ინგლისის ნაკრების ქომაგი არასოდეს ვყოფილვარ და გარწმუნებთ, არც მომავალში ვაპირებ ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ის დროშა ისე უმწეოდ და საცოდავად ეკიდა, მისი მოპარვა, სახლში წაღება, გარეცხვა-გაუთოვება და შემდეგ ინგლისის ქომაგი მეგობრისათვის ჩუქება, გულში მართლაც გავივლე. რას ვიზამთ, ვერ გამოვდექი მელიტონ ქანთარია და ის დასვრილ-დაჭმუჭნული დროშა ახლაც ისევ იქ ჰკიდია.

  • ჭინკები სამხრეთაფრიკულად29.06.2010 11:4513

    2000 წლის ევროპის ჩემპიონატი, ბოლო ათწლეულებში, ალბათ, ერთადერთი დიდი საფეხბურთო ღონისძიება იყო, როდესაც ტოტალიზატორის მოთამაშეებს გაღიმებულს ნახავდით. მაშინ იმდენი წინასწარპროგნოზირებადი მატჩი დასრულდა “სათანადო” შედეგით, რომ არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი ტოტალიზატორის მფლობელის ცრემლმორეული ხმა და სიტყვები: “ესპანეთიდან დაწყებული, საფრანგეთამდე, ყველამ ჩემთვის როგორ მოიცალაო”.
     

  • ვერონი და მე22.06.2010 10:2023

    “განა მე არ ვიცი კაცო, სხვებს უფრო ჯან-ღონიანად უთრევიათ ბურთიცა და მცველებიცა, მაგრამ, აგერ უკვე 54 წლისა შავსრულდი, ავიც ბევრი მინახამს და კარგიც. თქვენა რა? მარტო ტელევიზორსა ხართ მიჩერებული და ტელევიზორის მიღმა ღრიალებთ და ბზუიხართ აფრიკელებივითა. მე კიდევა, ყიფიანის თამაშიც სტადიონზე მინახამს და სტრელცოვისაცა. ეგ კი არა, ხიდიატულინი და ზავაროვი არ მინახამს რო?! მაგრამა, ხომ გეუბნები რა, ვერონი რომ არის, ეგრე არავინ მამწონებია და ალბათ, არც მამეწონება.

  • მუნდიალი და გეოგრაფია14.06.2010 10:3218

    მაშინ, როდესაც ევროპასა და სამხრეთ ამერიკას ფეხბურთი ერთგვარად მონოპოლიზირებული ჰქონდათ და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის გუნდები დამთრგუნველად დიდი ანგარიშით მარცხდებოდნენ, ბევრი ამბობდა: არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს საფეხბურთო თვალსაზრისით “მეორეხარისხოვანი” კონტინენტების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა და მათ ნაცვლად, ევროპული და სამხრეთამერიკული ნაკრებების დამატება უფრო საინტერესოს გახდის მსოფლიოს ჩემპიონატსო.

  • აფხაზური “დუ-შაში”9.06.2010 10:4428

    კარგი რამ არის დომინო. მითუმეტეს ზაფხულში, მითუმეტეს თბილისში და მითუმეტეს მეგობრებთან ერთად თუ თამაშობ. მაგრამ, როდესაც გაიგებ, რომ ოკუპირებულ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, შეიძლება ამ თამაშისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგო. არაფერ უცნაურს არ ვამბობ. ამ ცოტა ხნის წინ, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და რუსებს თუ დავუჯერებთ, ამ უცნაურ ტურნირს, არც მეტი, არც ნაკლები, ლას-ვეგასის ცნობილი კაზინოთა ქსელი ატარებს.

  • ოფიცერ ბარაბაძიდან ფეხბურთელ ბარაბაძემდე...7.06.2010 13:0011

    ...და აჰა, ფართოდ გამოაღეს “ეროვნული სტადიონის” ცენტრალური ჭიშკარი და პატარა ბიჭ-ბუჭები, ძველი ჩვეულებისამებრ, ჭიშკარში მდგომ პოლიციელებს მხარიღლივ გაუსხლტნენ და ჩრდილოეთ ტრიბუნისაკენ გაჰქუსლეს.

  • "უწმინდური მარტინის" ზღაპრები1.06.2010 10:2910

    თავის ჯეელობაში, მარტინ პალერმოს ნათქვამი აქვს, რომ მისი საყვარელი გართობა ზღაპრების კითხვაა და თუკი, თავისუფალი დრო აქვს, უსაქმურად ყიალს, დივანზე წამოდრანგვა და ზღაპრების წიგნის ფურცვლა ურჩევნია.

  • ჟოზე რომ ქართველი იყოს30.05.2010 10:3712

    როდესაც სახლში დაღლილი და ოდნავ გაბოროტებული ბრუნდები, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება, სახლთან ახლომდებარე მინი-სტადიონზე წასვლა და უბნის ბავშვების ფეხბურთის თამაშის ცქერაა. ზიხარ შენთვის და შესცქერი ბავშვებს, რომლებიც დაუზარელად ღვრიან ოფლს და თან დიდი ფეხბურთელის სახელებსაც ითითოვებენ. 11 წლის ლაშა კრიშტიანუ რონალდუობას იჩემებს, პატარა ლუკას ლეო მესიობაზე აქვს პრეტენზია, კარებში ჩამდგარი პუტკუნა გიორგი კი, ჯანლუიჯი ბუფონობაზე დებს თავს. ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული ასე იყო, უბრალოდ ბავშვების კუმირების სახელები შეიცვალა და სხვა არაფერი...

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38