ქართველმა მშვილდოსნებმა მსოფლიოს თასზე მე-4 ადგილი დაიკავეს6.09.2010 01:0221

ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილის დაკავება შეძლო, რაც უდავოდ კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

  • ნამგალაურმა მშვილდოსნებს წარმატება მიულოცა6.09.2010 23:132

    ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დიაკავა. ქართველ მშვილდოსანთა სამეული (ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ნათია ცინცაძე) მერვედფინალში მე-14 შედეგით გავიდა და მე-3 რეიტინგის მქონე აშშ-ს გუნდს, რომლის ერთ-ერთი წევრი ხათუნა ქვრიშვილია, 216:211 სძლია.

  • ყაზბეგმა საერთაშორისო მარათონს უმასპინძლა 6.09.2010 16:180

    ყაზბეგის რაიონის დაბა სტეფანწმინდაში საერთაშორისო მარათონი გაიმართა, რომელიც კომპანია “ვიზიტინგ ჯორჯიას”, ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

  • ფიასკო ისრაელში6.09.2010 01:168

    ხელბურთის კლუბმა “სსაუ თბილისმა” წლევანდელი ევროსეზონი გამანადგურებელი მარცხით გახსნა. ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასის პირველი რაუნდის საწყის მატჩში, მამუკა მჟავანაძისა და მოთამაშე მწვრთნელის ტიტე კალანდაძის მიერ დარიგებულმა გუნდმა ებრაულ “ჰაპოელთან” 32:50 წააგო და განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც ასევე ისრაელი უმასპინძლებს, ფორმალობად აქცია.

  • “სსაუ თბილისი” “ჰაპოელთან” სათამაშოდ მიემგზავრება3.09.2010 16:358

    დღეს, 3 სექტემბერს “სსაუ თბილისი” ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასის გათამაშების პირველ ეტაპზე სათამაშოდ ისრაელში მიემგზავრება. თბილისელები რიშონ ლე ციონის “ჰაპოელს” 5 და 6 სექტემბერს შეხვდებიან, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე გავა.

  • ყაზბეგი საერთაშორისო მარათონს უმასპინძლებს 3.09.2010 14:301

    საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, 4 სექტემბერს ყაზბეგში საერთაშორისო მარათონი გაიმართება.
     

  • გუნდურის იმედადღა დავრჩით...2.09.2010 16:305

    ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს თასის ბოლო მე-4 ეტაპი წარუმატებელი გამოდგა ქართველი მშვილდოსნებისთვის. ინდივიდუალურ კვალიფიკაციაში ქართველთაგან ყველაზე კარგი შედეგი ქრისტინე ესებუამ აჩვენა, რომელიც 638 ქულით 24-ე გახლდათ. ხათუნა ნარიმანიძემ 627 ქულით 36-ე ადგილი დაიკავა, ასმათ დიასამიძე 618 ქულით 50-ე იყო, ხოლო ნათია ცინცაძემ 570 ქულით 83 მონაწილეს შორის 76-ე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფში გასულ 64 მშვილდოსანს შორის ვერ მოხვდა.
     

  • რობერტ შავლაყაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა1.09.2010 15:286

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მძლეოსნობის ფედერაციის ახალ ოფისში, მძლეოსნობაში რომის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.
     

  • მაკუუჩიში ისევ სამი ქართველია31.08.2010 15:445

    ტოკიოში 12-26 სექტემბერს დაგეგმილ აკი ბაშოზე პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კვლავ სამი ქართველი – ლევან გორგაძე, ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი იასპარეზებს. ეს ფაქტი სუმოს ახალი რეიტინგის იგივე ბანძუკეს გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა.
     

  • მეორე დღე მარცხიანი გამოდგა27.08.2010 21:203

    პლიაჟის ფრენბურთის წყვილმა საქა-რთველომ ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე სასტარტო დღეს ორი გამარჯვება კი იზეიმა, თუმცა, შემდეგ მიჯრით ორი მარცხი მიითვალა და ასპარეზობა მეცხრე-მეთორმეტე ადგილებზე დაასრულა, რისთვისაც 240 სარეიტინგო ქულა და 6 ათასი დოლარი მიიღო.

  • საქა-რთველო და გეორ-გია – ოთხიდან სამი26.08.2010 22:329

    ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში დაწყებულ მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში ჩინებული სტარტი აიღო ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ.

  • რუდიშამ 800 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა23.08.2010 17:3413

    დევიდ რუდიშამ ბერლინში, “იააფის მსოფლიო გამოწვევის” სერიის შეჯიბრებაზე, 800 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
     

  • ვალუევის კარიერა ექიმების ხელშია22.08.2010 18:539

    რუს მძიმეწონოსან მოკრივეს, ნიკოლაი ვალუევს 2 სასწრაფო ოპერაციის გაკეთება სჭირდება, მარცხენა მხარსა და მარჯვენა ხელის სახსარზე.

  • გეორ-გიამ ხუთიდან სამი იმყოფინა22.08.2010 13:417

    საქართველოს სახელით მოთამაშე პლიაჟის ფრენბურთის წყვილმა გეორ-გიამ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი სპორტსმენები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, ფინეთის ქალაქ მარიეჰანმში გამართულ მსოფლიო ტურის ეტაპზე მეცხრე-მეთორმეტე ადგილები გაიყო.

  • საქა-რთველოს 300 ქულა ერგო, გეორ-გიას მეტის შანსი აქვს21.08.2010 03:055

    ფინეთის ქალაქ მარიეჰამნში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში, ქალთა წყვილმა საქა-რთველომ ხუთიდან სამი მატჩი მოიგო და შვეიცარიულ დუეტთან ერთად მეშვიდე-მერვე ადგილები გაიყო, რისთვისაც 300 სარეიტინგო ქულა და 7 600 დოლარი მიიღო.

  • ორი რუსი დაამარცხეს, ხვალ მორიგ ორს ელიან19.08.2010 22:0611

    პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი ვაჟები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპის პირველ შეხვედრაში რუსულ წყვილს აჯობა და ხვალ კიდევ ერთ მატჩს ისევ რუსებთან ჩაატარებს.

  • საქა-რთველომ რუსებს ბრაზილიელებიც მიაყოლა19.08.2010 00:0026

    ფინეთის ქალაქ მარიეჰამნში დაწყებულ მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში ჩინებული სტარტი აიღო ქალთა წყვილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ.

  • ვიტალი კლიჩკო მსოფლიოს ექს-ჩემპიონს შეხვდება18.08.2010 21:090

    WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, მომავალ ბრძოლას WBC-ს ყოფილი ჩემპიონის, ამერიკელი შენონ ბრიგსის წინააღმდეგ გამართავს. გერმანული გამოცემა “Bild”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეხვედრა 16 ოქტომბერს, ჰამბურგში შედგება.

  • გეორ-გიას წარმატებული ნორვეგიული17.08.2010 16:574

    პლიაჟის ფრენბურთის ქართულ წყვილ გეორ-გიასთვის ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსანდში გამართული მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. რენატო გომეშმა და ჟორჟე ტერშეირომ მეცხრე-მეთორმეტე ადგილები გაიყვეს, რისი წყალობითაც 240 სარეიტინგო ქულა და 6 ათასი დოლარი გამოიმუშავეს.
     

  • გეორ-გიამ ფრანგები “მოინელა” და ბრძოლას განაგრძობს14.08.2010 00:567

    ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსანდში გრძელდება მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი პლიაჟის ფრენბურთში, სადაც ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

  • ჭანტურია ევროპაში მეცხრეა13.08.2010 23:5610

    უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩინებული შედეგი აჩვენა წყალში მხტომელმა ჭოლა ჭანტურიამ, რომელმაც 3-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ფინალში გასვლა შეძლო და იქ მე-9 ადგილი დაიკავა.

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38