თემურ ქეცბაია: “ნახევარდაცვა საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლია” 9.09.2010 02:16596

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისრაელის ეროვნულ გუნდთან უგოლო ყაიმის შემდეგ, საკუთარი გულისნადები უეფა-ს ოფიციალურ ვებ გვერდსაც გაუზიარა...

  • გეკასი ნაკრებში აღარ ითამაშებს9.09.2010 19:553

    ფრანკფურტის “აინტრახტის” 30 წლის ფორვარდი თეოფანის გეკასი საბერძნეთის ნაკრებში აღარ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელმა ხორვატიასთან ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩის (0:0) შემდეგ მიიღო, რომელშიც ელინელთა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა შეცვლაზე შეიყვანა 59-ე წუთზე.

  • გუტი: მე და რაული სხვანაირ გაცილებას ვიმსახურებდით9.09.2010 19:189

    თურქული “ბეშიქთაშის” ესპანელ ნახევარმცველ გუტის გული სწყდება, რომ მადრიდის “რეალმა” ლამაზი გაცილება არ მოუწყო. ხოსე მარი გუტიერესმა ესპანურ as-თან “სამეფო კლუბიდან” რაულის უცერემონიოდ გაშვებაზეც ისაუბრა.

  • ტოშაკმა უელსის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა9.09.2010 19:100

    უელსის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ჯონ ტოშაკმა, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც Reuters-ი იტყობინება, ხუთშაბათს, კარდიფში გამართულ პრესკონფერენციაზე ტოშაკთან ერთად იმყოფებოდნენ უელსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილ პრიტჩარდი და გენერალური მდივანი ჯონათან ფორდი.

  • ხავიერ პასტორე: ჩემი ოცნება “ბარსელონაა”9.09.2010 18:535

    არგენტინის ნაკრებისა და იტალიური “პალერმოს” ახალგაზრდა შემტევმა ხავიერ პასტორემ Gazzetta dello Sport-თან საუბრისას თქვა, ჩემი ოცნება “ბარსელონაში” თამაშიაო.

  • ჯერმენ დეფო 6 კვირა ვერ ითამაშებს9.09.2010 18:063

    “ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჯერმენ დეფო კოჭის ტრავმის გამო თვენახევარი იუქმებს. იგი 7 სექტემბერს ბერნში შვეიცარიასთან გამართულ ევროსაკვალიფიკაციო შეხვედრაში დაშავდა.

  • მენეზეშმა რონალდოს ბოლო ტუზი დაუნახა9.09.2010 17:3424

    ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანუ მენეზეშმა ადგილობრივ გამოცემა Terra-ს გაუმხილა, რონალდოს ჯერ ნუ ჩამოწერთ, შესაძლოა, ნაკრებში დაბრუნდესო.

  • ღვინიანიძემ შესაძლოა “დუისბურგთან” ვერ ითამაშოს9.09.2010 17:223

    გერმანული Abendzeitung-ის ცნობით, “მიუნხენ 1860”-ის მცველ მათე ღვინიანიძეს კუჭი სტკიებია და სავარაუდოდ, მეორე ბუნდესლიგის მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს “დუისბურგთან”. ეს შეხვედრა შაბათს გაიმართება.

  • ბატისტას წლის ბოლომდე ტოვებენ9.09.2010 14:294

    სამშაბათს ბუენოს აირესში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელთა ძლევამოსილი დამარცხების შემდეგ არგენტინული ფეხბურთის მამები ისე ნაამებნი დარჩნენ, რომ ქვეყნის ნაკრების თავკაცის პოსტზე წლის ბოლომდე დატოვეს მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი სერხიო ბატისტა.

  • მარიო ბალოტელი საოპერაციოა9.09.2010 14:0517

    “მანჩესტერ სიტის” იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ რუმუნულ “ტიმიშოარასთან” ევროპის ლიგის შეხვედრაში მუხლი დაიშავა და ოპერაციას საჭიროებს, რის შემდეგაც დაახლოებით ექვსი კვირა იძულებით იუქმებს.

  • კაპელო ინგლისს 2012 წლამდე უთავკაცებს9.09.2010 13:2910

    ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, ევრო 2012-ის შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციასთან კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ და საერთოდ პენსიაზე გავალო. 

  • ქართული გოლი სამხრეთ აფრიკაში: “აიაქსის” კარში...9.09.2010 12:3112

    გიორგი ნერგაძემ სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. “მოროკა სვალოუსის” ქართველმა ნახევარმცველმა “აიაქს კეიპტაუნთან” 2:3 წაგებულ მატჩში მე-40 წუთზე შეაგდო, რითაც ანგარიში 1:2 გახადა. ვუვუზელების ქვეყანაში მეორე ტურის შეხვედრები იყო და ნერგაძის გუნდს ჯერ ქულა არ აუღია.

  • პირველ ლიგას სამი ბატონი ჰყავს9.09.2010 10:0338

    პირველლიგელთა გათამაშება ახალი სტარტაღებულია და აქედანვე ჩანს, რომ რანგით დაწინაურებისთვის საკმაოდ დაძაბული და უკომპრომისო დაპირისპირება იქნება. II ტურის ცენტრალური შეხვედრა შედგა საჩხერეში, სადაც სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა ადგილობრივმა “ჩიხურამ” “გაგრას” უმასპინძლა.

  • "ასტონ ვილა" ულიეს ჩააბარეს9.09.2010 02:5110

    ბირმინგემის "ასტონ ვილას" ხელმძვანელობამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა გუნდის თავკაცის პოსტზე ჟერარ ულიეს დანიშვნა. ინგლისური პრესის ცნობით, ბირმინგემელებმა ფრანგ სპეციალისტთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

  • მოურინიო შვაინისთვის იბრძოლებს9.09.2010 02:2814

    მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის მიერ ზაფხულის პერიოდში განხორციელებული ტრანსფერებით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩა. თუმცა, დედაქალაქელთა თავკაცს იმედი აქვს, რომ ერთი წლის შემდეგ მაინც შეძლებს მისთვის სასურველი ყველა ფეხბურთელის შეძენას. მისი უმთავრესი მიზანი კი, მიუნხენის "ბაიერნიდან" ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბირება იქნება.

  • როსის ოცნება იტალიური კლუბია9.09.2010 01:594

    ესპანეთის "ვილიარეალის" იტალიელი თავდამსხმელი ჯუზეპე როსი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამერიკაშია დაბადებული, პროფესიული კარიერის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედის" (2005-07 წლები, 5 მატჩი, 1 გოლი) საკუთრება იყო, თუმცა "მანკუნიანელებს" იგი ჯერ "ნიუკასლში" (2006, 11, 0), ხოლო შემდეგ "პარმაში" (2007, 19, 9) ჰყავდათ განათხოვრებული. 2007 წელს როსი "ვილიარეალმა" (92, 33) შეიძინა და იტალიელი დღემდე მის ღირსებას იცავს.
     

  • მორატის პასუხი კაკა იქნება9.09.2010 01:4628

    იტალიის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი "მილანის" ყოფილი ლიდერის, ბრაზილიელი კაკას შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს. აღნიშნული ინფორმაცია Сorriere Dello Sport-მა გაავრცელა. იმავე გამოცემის მტკიცებით, თუკი "ნერაძურის" მფლობელი ამ ტრანსფერის განხორციელებას შეძლებს, ამით იგი საკადრის პასუხს გასცემს "როსონერის", რომელმაც ექსინტერელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასგან" ინათხოვრა.
     

  • 10 მილიონი დემიკელისის სანაცვლოდ9.09.2010 00:596

    არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი მარტინ დემიკელისი, შესაძლოა, იანვარში გერმანიის ბუნდესლიგიდან ესპანეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს. 29 წლის სამხრეთამერიკელ უკანახაზელზე პრეტენზიას პრიმერა დივიზიონის დებიუტანტი "რეალ სოსიედადი" აცხადებს. აღსანიშნავია, რომ დემიკელისს "ბაიერნის" დატოვება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, მაგრამ მიუნხენელთა ხელმძღვანელები არგენტინელის პოტენციურ მყიდველებს ფეხბურთელის ფასზე ვერ შეუთანხმდნენ.
     

  • გალიანი ბალოტელიზე კვლავ ფიქრობს9.09.2010 00:4110

    ცნობილი ამბავია - მარიო ბალოტელი, როცა იგი ჯერ კიდევ "ინტერის" ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთმა ტელეარხმა "მილანის" ფორმაში გამოწყობილი აჩვენა. მაისურზე განური წარმოშობის იტალიელი ფორვარდის გვარი და ნომერი "45" ეწერა. შემდეგ ამ ამბავმა "ნერაძურის" გულშემატკივრებში სამართლიანი გულისწყრომა, ხოლო პრესაში მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მიმომხილველთა დიდმა ნაწილმა ივარაუდა, რომ ბალოტელი "მილანის" ფანია და სეზონის დასრულების შემდეგ, იგი "ინტერის" ყველაზე პრინციპული მეტოქის შემადგენლობაში გადავიდოდა. საბოლოოდ კი, 20 წლის თავდამსხმელმა თავი "მანჩესტერ სიტიში" ამოჰყო.
     

  • კეირუშის საკითხი დღეს გადაწყდება9.09.2010 00:159

    ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წარუმატებლად დაწყებამ პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავკაცის, კარლუშ კეირუშის სანაკრებო კარიერა ეჭვქვეშ დააყენა. შეგახსენებთ, რომ პირენეელები პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე კვიპროსთან მხოლოდ ფრეს (4:4) დასჯერდნენ, ნორვეგიიდან კი მარცხით (0:1) დაბრუნდნენ.

  • ტევესმა, დავიღალე და ნაკრებში თამაშს მალე დავასრულებო8.09.2010 21:4333

    არგენტინის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” 26 წლის ფორვარდი კარლს ტევესი უცნაურ რამეს ამბობს, დავბერდი და ნაკრებში თამაშს ალბათ მალე დავასრულებო. სიტყვასიტყვით ვთარგმნით, ზუსტად ასე ამბობს.

ვირტუალურიდან რეალურ ქომაგობამდე

შაბათს, 11 სექტემბერს 18:00 საათზე, ფორუმელები ვიკრიბებით "მუშტაიდის" ბაღში ღია სცენასთან.
ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ქართული ქომაგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ადმინი (admin@worldsport.ge)

ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 9 სექტემბერი

    1963. დაიბადა რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38